დღეს საქართველოში გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უფლება დაირღვა – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო ბრიფონგი – სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ დღეს საქართველოში გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უფლება დაირღვა.

შეკრების უფლების დაცვა, სწორედ რომ ღონისძიების ჩატარებას ნიშნავს და არა ადგილის დაცლას, ვითომდა სხვანაირად ვერ იქნებოდა დაცული უსაფრთხოება, – თქვა პრეზიდენტმა „პრაიდ ფესტივალის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენების შეფასებისას.

დღეს ჩვენს ქვეყანაში დაირღვა კონსტიტუციით გაცემული პირობა, რომ დაცული იქნებოდა აზრის გამოხატვის თავისუფლება და შეკრების თავისუფლება. დღეს ორივე მუხლი დაირღვა, რამეთუ ადამიანებს არ მიეცათ შესაძლებლობა ჩაეტარებინათ საუთარი ღონისძება, რისთვისაც სამართალდაცმველებს დაცვის პირობა ჰქონდათ გაცემული და ყევლა საჭირო ზომა უნდა ყოფილიყო მიღებული.
შეკრების უფლების დაცვა სწორედ ღონისძების ჩატარებას ნიშნავს და არა ადგილის დაცლას. ამ ფორმით და ამ მოტივით, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ყველა ღონისძიება, რომლის ფორმა ან შინაარსი არ მოეწონება რადიკალურ ჯგუფს, ალბათ ჩაიშლება, თუკი სამართალდამცველები ამ ფორმით იმოქმედებენ როგორც დღეს იმქოქედებენ. აქ უფრო საგანგაშოა ის რეალობა, რომ ეს აქცია ღიად მხარდაჭერილი იქნა სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადებებით, არა მხოლოდ მმართველი პარტიის სხვადასხვა განშტოებების მიერ, არამედ პრიდაპირ პარტიის მოქმედი დეპუტატებისგანაც”- თქვა ზურაბიშვილმა.

Leave a comment

Design a site like this with WordPress.com
Get started